GNS-ის ჟურნალისტი უკვე თავისუფალია, მაგრამ რას უკავშირდებოდა მისი დაკავება გაუგებარია

GNS-ის ჟურნალისტი უკვე თავისუფალია, მაგრამ რას უკავშირდებოდა მისი დაკავება გაუგებარია

[გვანცა გიორგობიანი]

სტუდია GNS-ის (კვირის რეპორტაჟის) ჟურნალისტი ზვიად თხელიძე სამართალდამცველებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, საკუთარი სახლიდან აიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში საათნახევრის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებულია.

სტუდია GNS-ის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა ამბობს, რომ ჟურნალისტის დაკავების მიზეზი, სამართლადამცველების თქმით, „შეფიცულების“ სიაში მისი გვარის არსებობას უკავშირდებოდა.

„როცა გაიგეს, რომ ჩვენი ჟურნალისტი იყო, მაშინვე გამოუშვეს. რა შუაშია „შეფიცულებთან“ ზვიად თხელიძე და როგორ უნდა მოხვედრილიყო მისი გვარი იქ გაუგებარია. თვითონაც დაბნეულია. რა ვთქვა არც კი ვიცი,“ - ამბობს ნანა ლეჟავა.

ზვიად თხელიძე უკვეე თავისუფალია და სახლში იმყოფება. შესაძლოა, ეს მართლაც გაუგებრობა იყო, მაგრამ მაინც რჩება რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა - თუ ზვიად თხელიძის გვარი მართლაც იყო „შეფიცულების“ სიაში, როგორც ამას სამართლადამცველები ამბობენ - მაშინვე რატომ გამოუშვეს? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ გადაწყვიტეს მისი დაკავება?

ყოველივე აქედან გამომდინარე  ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტებისთვისაც მოიცალა, ოღონდ, ჯერ მხოლოდ, გაფრთხილებას აძლეევს მათ.