ჯონ კენედის საიდუმლო

ჯონ კენედის საიდუმლო

„ეფბეერის“ რამდენიმე საქმეს ახლახან მოეხსნა სტატუსი „გრიფით საიდუმლო“ და ცნობილი გახდა ედვარდ კენედის საიდუმლო საქმის დეტალები.

აღმოჩნდა, რომ 60-იანი წლების დასაწყისში მაფია ძმებ კენედების სახელის შელახვას ცდილობდა და მათ ამის გაკეთების რეალური საფუძველი ჰქონდათ.

 აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი და მისი ძმები სექსუალური ორგიების მონაწილეობაში იყვნენ შემჩნეული მერლინ მონროსთან, ფრენკ სინატრასთან, მსახიობ პიტერ ლოუფორდთან და სხვა ნაკლებად ცნობილ ადამიანებთან.

ორგიების მოწყობის სავარაუდო ადგილად მოხსენიებულია სასტუმრო „კარლაილის“ საპრეზიდენტო აპარტამენტები, სადაც მონროს და ჯონ კენედის, მაფიის ინფორმატორების თქმით, არაერთი ღამე გაუტარებიათ.