ჯონ ლენონის ავტოგრაფი 1,202 მილიონ დოლარად გაიყიდა [video]

ჯონ ლენონის ავტოგრაფი 1,202 მილიონ დოლარად გაიყიდა [video]

„სოტბის“ – ის აუქციონმა, ჯონ ლენონის ხელნაწერი ტექსტი სიმღერისა, A Day In The Life, 810 000 ფუნტ სტერლინგად, ანუ 1 მილიონ 202 ათას აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

ერთ ფურცელზე განთავსებული ტექსტი, ამერიკელმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. სულ ვაჭრობაში სამი ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების წინასწარი პროგნოზით, ავტოგრაფი 500 – 700 ათას დოლარად უნდა გაყიდულიყო, თუმცა კონკურენტებმა მაზანდა ორჯერ აწიეს.

აქამდე ყველაზე ძვირად, The Beatles –ის სიმღერის, All You Need Is Love ტექსტი 2005 წელს გაიყიდა. მასში 690 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს. The Daily Telegraph –ის შეფასებით, ამ ორ ექსპონატში გადახდილი ფასი, სიმღერის ხელნაწერ ტექსტებში გადახდილი თანხების მიხედვით, რეკორდულია.