სილვიო ბერლუსკონიმ წიგნების წერა დაიწყო

სილვიო ბერლუსკონიმ წიგნების წერა დაიწყო

იტალიურმა საგამომცემლო სახლმა „მონდადორიმ“, რომელიც სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის, გამოსცა წიგნი, რომელშიც შესულია ბერლუსკონის თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილი 50 ათასი მხარდასაჭერი წერილი.

წიგნის სახელწოდებაა „სიყვარული ყოველთვის ამარცხებს ზიზღს და სიხარბეს“.

წერილის ავტორთა უმეტესობა ადიდებს სილვიო ბერლუსკონის და მას ზეადამიანად მიიჩნევს.

ერთ-ერთი ავტორი ითხოვს, რომ მთავრობამ მისი კლონირება მოახდინოს.

წიგნის ყდაზე 80 წლის სილვიო ბერლუსკონია გამოსახული, ხოლო წიგნის გასაყიდი ფასი 15 ევროა.