მისტერ ტომ ჰენკსი მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობია და ლოს-ანჯელესში მდებარე აპარტამენტებში სახლობს. დაბეზღება ან ჩაშვება ოკეანისგაღმა ჩვეული ხილია და ცხოველების მოყვარულ ტომსაც მეზობლების ჩივილის გამო სახლიდან აგდებენ. ამის მიზეზი კი ისეთი უწყინარი ცხოველია, როგორიცაა სკუნსი.
ეს ღრმად პატივცემული ბუნების შვილი კინოვარსკვლავის ბინაში ცხოვრობს და აუტანელ სუნსაც გამოსცემს. „სპეციფიური არომატი“ მთელ სახლში ვრცელდება და იქ მცხოვრებლებმაც საშველად ადგილობრივ საპატრულო სამსახურს უხმეს.
წესრიგის დამცველებმა ჰენკს აპარტამენტების დაცლა ან სკუნსთან განშორება მოსთხოვეს. ტომი ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა – ოთხფეხა მეგობარს არ უღალატა და მასთან ერთად იქაურობა სამუდამოდ მიატოვა