ცხოველი, რომელზეც ახლა მოგითხრობთ, პირს მარტო იმიტომ აღებს, რომ ჭამოს, თანაც, თავისი მსხვერპლისგან ერთ ნამცეცსაც კი არ ტოვებს. ბუნება ყველაზე კარგი დიზაინერი და სტილისტია. მისი შექმნილი „გარეგნობა“ არასდროს მოგატყუებთ. შეხედავთ თუ არა, მაშინვე მიხვდებით, როგორი საშიში და მომაკვდინებელია გარშემო მყოფებისთვის „თევზი – ჯადოქარი.“ ეს თევზი გამოირჩევა არა მარტო საშინელი გარეგნობით, არამედ, იმითაც, რომ მსხვერპლთან უხმაუროდ და უჩუმრად მიახლოება შეუძლია, ეცემა მას და, ჯერ შიგნეულს გამოაჭამს, შემდეგ კი მთლიანად ჭამს შიგნიდან და მხოლოდ ჩონჩხს ტოვებს.
„თევზი-ჯადოქრის“, იგივე მიკრინის მსხვერპლი, შესაძლოა, ზვიგენიც აღმოჩნდეს, თუკი ზვიგენი ოდნავ მოადუნებს ყურადღებას და დროზე არ მოახდენს რეაგირებას თავდასხმაზე.
ადამიანს „თევზი-ჯადოქრის“ დანახვა საშინელ ძრწოლას ჰგვრის და პანიკაში აგდებს. მისი განადგურება ძალზე რთულია: მას ძალიან დიდხანს შეუძლია, გაძლოს საკვებისა და წყლის გარეშე და მიყენებულ ჭრილობებსაც სწრაფად იშუშებს; რეგენერაციის უნარი კი თითქმის უკვდავს ხდის მას.
კიდევ ერთი უცნაურობა: „თევზი-ჯადოქარი“ არ იბადება მდედრად ან მამრად. მათი სქესის დაკონკრეტება გამრავლებისთვის საჭირო ასაკში ხდება, იმის მიხედვით, მდედრი მეტია საჭირო თუ – მამრი. მიკრინი ერთადერთი თევზია დედამიწაზე, რომელსაც... დაცემინება შეუძლია.