ლუის ჰემილტონის ახალი ქომაგი

ლუის ჰემილტონის ახალი ქომაგი

ბრიტანელმა მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა „ფორმულა 1-ის” ახალი ეტაპის დაწყებამდე რბოლის მესვეურებს უჩვეულო წინადადებით მიმართა.

ჰემილტონმა თავისი ძაღლისთვის, ბულდოგ როსკოსთვის, რბოლის ყველა ეტაპზე დასწრების აბონემენტის გაცემა ითხოვა.

ჰემილტონის ოთხფეხა მეგობარს ბერნი ეკლსტოუნის უწყებამ სპეციალური საშვი გაუკეთა და ამიერიდან მსოფლიოს ჩემპიონ ჰემილტონს გრანპრის გათამაშებების დროს, ტრიბუნიდან მეგობარ გოგონასთან ერთად ბულდოგიც უქომაგებს.