ქერათმიანი ფედერიკა ჯულიანი მილანური კლუბის – „ინტერის” ყველაზე სექსუალურ ქომაგად დასახელდა და მას საპატიო ტიტული – „მის ინტერისტა” გადაეცა.
ლამაზმანი დიდი ხანია, მილანურ კლუბს ქომაგობს და იტალიის ჩემპიონატის მატჩებს რეგულარულად ესწრება.
ფედერიკას განსაკუთრებით არც ერთი ფეხბურთელი არ მოსწონს, თუმცა, სიმპათიები აქვს კლუბის ლეგენდის – არგენტინელი ხავიერ ძანეტის მიმართ.
ჯულიანის თქმით, როდესაც ის ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა, ძანეტი უკვე „ინტერის” ფორმით ასპარეზობდა.