„ნაცმოძრაობა დღეს უფრო განადგურებულია, ვიდრე 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როცა „ნაცმოძრაობის“ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა“

„ნაცმოძრაობა დღეს უფრო განადგურებულია, ვიდრე 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როცა „ნაცმოძრაობის“ აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა“

„ნაცმოძრაობას“ ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აქვს, რადგან საერთაშორისო და შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, პრაქტიკულად, განაიარაღეს „ნაცმოძრაობა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

თუკი ვირწმუნებთ, რომოცნებადანაცმოძრაობაჩამოყალიბდნენ იმ სიმბიოზად, რომლებიც ერთმანეთით იკვევებიან, გამოდის, რომ წინასწარვე ცხადი იყო, რომ პარლამენტი მრავალპარტიული ჯგუფებით არ დაკომპლექტდებოდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ცალკეულ პოლიტიკოსებს პოლიტიკისგან განრიდების სურვილი გაუჩნდებოდათ.

- მე ვფიქრობ, მაინც არ იყო ერთპარტიულობის ნიშნები. ძალიან ბევრი ანალიტიკოსი მაინც ელოდა მრავალპარტიულ პარლამენტს. ასეთი გადანაწილების მოლოდინი, ალბათ, ნაკლებად იყო. პრინციპში, ვინც ამაზე მინიშნება გააკეთა, ეს იყო თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რა რაოდენობით ელოდა „ქართული ოცნების“ შესვლას პარლამენტში. თუმცა ჩვენ ეს მივიღეთ წინასარჩევნო კამპანიის ნაწილად, როდესაც ლიდერები თავიდანვე გამოხატავენ ხოლმე დიდ იმედებს მათთვის სასურველი პოლიტიკური სექტორის მიმართ და, შესაბამისად, შემდგომი რეალობა სხვანაირია ხოლმე.

საერთო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ კარგი მოცემულობა ჩვენ დღეს ნამდვილად არ გვაქვს. თუ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება მმართველ ძალას, მაშინ სკეპტიციზმის საფუძველი მეტი გვაქვს, ვინაიდან ჩვენ გამოცდილი გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იყენებდნენ ხელისუფლებები საქართველოში სხვადასხვა დროს. ბუნებრივია, ეს დადებით მოლოდინს არ აღძრავს იმ ადამიანებში, ვინც მმართველი ძალის მომხრე იყო. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მმართველი ძალის ასეთი მაღალი დონის წარმატება არ არის განპირობებული ხალხის რჩეულების გამარჯვებით. ამომრჩევლის მნიშვნელოვანმა ნაწილმა აქტივობაც იმიტომ გამოხატა და ხმაც იმიტომ მისცა „ქართულ ოცნებას“, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის თეორიული პერსპექტივები შეემცირებინა. ამას ყველა აცხადებს და ეს არ ყოფილა ფარული მოტივაცია. ძალიან ხშირად ვამბობდი ადრეც, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემს ისიც კი, ვინც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არ არის. მიუხედავად მისი დაბალი რეიტინგისა, „ქართულ ოცნებას“ ბევრი მისცემდა ხმას საარჩევნო ყუთთან. ზუსტად ეს მოხდა და, საერთო ჯამში, ეს მაჩვენებელი მორალურ უპირატესობას არ აძლევს „ქართულ ოცნებას“.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა იყო ერთგვარი კატალიზატორი, რამაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გადაწყვეტილებაქართული ოცნებისსასარგებლოდ მიაღებინა. სავარაუდოდ, ამ წარმატებაში სააკაშვილის წილი სოლიდურია და ამასნაციონალებიც“, შოთა უტიაშვილი და სხვებიც აღიარებენ, რომ შესაძლოა, „ნაციონალებისმარცხი განაპირობა სააკაშვილის ნათქვამმა, ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ხომ არ დგება ეტაპი, რომ სააკაშვილთან ურთიერთობას გადახედოსნაცმოძრაობამ“, როგორც რებრენდიგზე ორიენტირებულმა პარტიამ?

- რამდენჯერმე იუმორით ვახსენე, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი წარმატებული შედეგის მიღწევის გამო დიდწილად „ვალშია“ მიხეილ სააკაშვილთან. პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით მოხდა, რომ ე.წ. შუაშისტური მიდგომები მინიმუმამდე დავიდა. იმის შიშით, რომ ხმა არ დაკარგულიყო, „ოცნების“ გარდა, ხალხმა სხვას არავის მისცა ხმა. აქედან გამომდინარე, ხალხის ბუნებრივი ნება პარლამენტში დღეს არ არის აღბეჭდილი. ამ პროპაგანდით- „მეტი მრავალფეროვნება პარლამენტს“ ყველაზე მეტად ვისაც ვაკრიტიკებდი, სწორედ იმ პოლიტიკურ მონაწილეს მივეცი ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პლატფორმა და ადამიანური რესურსები არ დაკარგულიყო.

არჩევნებამდელ პერიოდში თქვენ ამბობდით, რომ არ შეიძლებოდა მონსტრად გადაქცეულიყო ეს ორი ძალა („ნაცმოძრაობადაქართული ოცნება“) და აუცილებელი იყო სხვა ძალების შესვლა პარლამენტში. თუმცა ამ საფრთხის წინაშე ისევ დგას დღევანდელი პარლამენტი.

- ბუნებრივია, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ბევრისთვის. ისინი ამბობდნენ, თითქოს ამით ნაცმოძრაობის წისქვილზე ვასხამდი წყალს. ჩემსავით რომ ბევრს ეფიქრა, ხალხის ნება უფრო ბუნებრივად აირეკლებოდა პარლამენტში. შესაძლოა, უკვე მივიღოთ საფრთხილო უმრავლესობა. როდესაც პარლამენტში გყავს ძირითადი აქტიორი საზოგადოებისთვის ყოვლად საძულველი, გამარგინებული „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც რეალური ოპონირების რეჟიმი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, როდესაც არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება შესათანხმებელი სხვებთან, რადგან თვითონვე ამას მარტივად მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობით, ამ შემთხვევაში, ძალიან საშიშია, რომ არ მივიღოთ მონსტრი. უფრო იმას ვუყურებ იმედით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით შესულმა „ქართულმა ოცნებამ“, თავისი ეკლექტური შიდა რესურსებით, იქნებ, გამონახოს ძალა და რაღაც ნაწილი ოპონირების რეჟიმში ცალკე გავიდეს.

ჩვენი პარლამენტარები რამდენად ასრულებენ თავიანთ რეალურ დანიშნულებას, ანუ კანონშემოქმედებითობას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ, თუკინაციონალებიარ შევიდოდნენ პარლამენტში, ხილვადობის თვალსაზრისით, მოსაწყენი გახდებოდა მომავალი მოწვევის პარლამენტი. მოგვაკლდებოდა ის რეჟიმი, როცაოცნებისწარმომადგენლებს შეეძლოთ თამამად ეთქვათ, „თქვენ ხართ დამნაშავე პარტია“, „ნუ ბლატაობ“... და ..

-კარგი ოპონირება ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა. თუმცა მოლოდინი, რომ შოუები დაიდგმება პარლამენტში, ახლა უფრო მეტია, რადგან აქ თავს მოიყრის „ნაცმოძრაობა“, საკუთარ თავში დაჯერებული მმართველი ძალა - ანუ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ამ ყველაფერს შეიძლება უფრო მეტი შოუს სახე მიეცეს, თუმცა შოუ იქით იყოს, მთავარია, ამ ორგანომ შეასრულოს თავისი ფუნქცია. შესაბამისად, თუკი ამ ფუნქციის შესრულების პროცესში ხელისუფლებას არ ეყოლება ოპონენტი, ქვეყნისთვის ცუდი იქნება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას გარე ოპონენტებიც, პრაქტიკულად, არ ჰყავს, ან ჰყავს აბსოლუტურად დევალვირებული, დეგრადირებული და ურეიტინგო პოლიტიკური სუბიექტები. ამის ფონზე კი შედარებით საინტერესოები უკვე გადიან თამაშიდან და ძალიან ცუდი მოცემულობაა.

როცა ფაქტებისა და ლოგიკის გარეშე დიდ ნდობას უცხადებ მმართველ ძალას, მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი გრჩება, ანუ იმედი უნდა იქონიო, რომ მმართველი ძალა მონსტრად არ იქცევა.

რა თამაშს თამაშობდანაციონალური მოძრაობა“, როცა პარლამენტში არშესვლით იქადნებოდა? ეს მაშინ, როცა ის ყოველთვის მიჩვეული იყო კომფორტს, ხელისუფლების სადავეების ფლობას, პარლამენტს? რას ნიშნავდა ნუგზარ წიკლაურის განცხადება, რომნაციონალებიპარლამენტში არ უნდა შესულიყვნენ და მარტო უნდა დაეტოვებინათ ის პარტია, ვინც არჩევნები გააყალბა. ეს ხომ არ ნიშნავდა, რომნაციონალებისგურუს-მიხეილ სააკაშვილს კვლავაც პარტიული ერთგულების დამტკიცება სჭირდებოდა, რაც ნუგზარ წიკლაურმა შეუსრულა?

- საერთო ჯამში, იმ საერთაშორისო და შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიით ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ (იმავე „სამართლიანმა არჩევნებმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“), პრაქტიკულად, განაიარაღეს „ნაცმოძრაობა“. მე ვფიქრობ, „ნაცმოძრაობას“ ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ აქვს, რადგან „ნაციონალები“ ელოდნენ, იქნებ, ამ ორგანიზაციებს უარყოფითი შეფასება დაედოთ და მერე ქუჩაში გადაენაცვლათ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სურვილი იყო არა მარტო პარლამენტში შესვლა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ ისინი თუ არ შევიდოდნენ პარლამენტში და ქუჩაში გასვლას შეეცდებოდნენ, ამით ისევ „ქართულ ოცნებას“ გააძლიერებდნენ და „ოცნებას“ მისცემდნენ სრულ, ლეგალურ საშუალებას, სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალადობის კანონიერი მექანიზმი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. გარეთ გასულ „ნაცმოძრაობას“ ბევრად უფრო შავ დღეში ჩააგდებდნენ. არავინ მათ მხარეს არ დაიჭერდა. ახლა კი აქციები შეიძლება ჩაატარონ პარლამენტში მყოფებმაც, მაგრამ, თუ ეს აქცია არ გადაიზრდება დესტრუქციაში ან სახალხო მოძრაობაში, აჯანყებაში და სხვა, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ სპეცსამსახურები და უსაფრთხოების სამსახურები ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ საქართველოში და რამე რომ გამოეპაროთ და ვიღაცის გეგმები არ გაშიფრონ, ცოტა საეჭვოა. ბოლო თვეებში სახელმწიფოს კარგად შეემჩნა, რომ ხელისუფლებამ სრულად აიღო მართვის ყველა ინსტრუმენტი. ამის საპირისპიროდ, სამი წლის განმავლობაში ვხედავდით, რომ მმართველი ძალა მოწყვლადი ჯგუფივით გამოიყურებოდა და იყო განცდა, არიქა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფრთხეში არ ჩააგდოს ქვეყანა. დღეს კი კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ყველაფერს მაღალ დონეზე აკონტროლებს. პლუს ამას, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია ბევრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ პირიქით ლაპარაკობენ ოპოზიციური პარტიები. ამიტომ „ნაცმოძრაობას“ შანსები ნული აქვს. „ნაცმოძრაობა“ დღეს უფრო განადგურებულად მოსჩანს, ვიდრე 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც „ნაცმოძრაობისადმი“ მიძღვნილ რომელიღაც აქციაზე მხოლოდ ერთი ადამიანი მივიდა.