ბოლო პერიოდში ექიმებთან ხშირი კონსულტაციებითაა დაკავებული ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი. მის ქართველ თაყვანისმცემლებს დავამშვიდებთ, რომ სერიალ „მეგობრების“ მთავარ პერსონაჟს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს. საქმე ეხება მხოლოდ და მხოლოდ ბოტუქსის საშუალებით გაახალგაზრდავებას.
ენისტონმა ეს კოსმეტიკური პროცედურა ერთხელ უკვე გაიარა და დასტაქრებთან გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მას მეორედ აღარ მიმართავდა. თურმე, ჯენიფერს არ მოსწონს, როდესაც ბოტუქსის ინექციის დროს სახის კუნთები თითქმის ქვავდება და მასზე არანაირი ემოცია აღარ აისახება. მსახიობი ყველა იმ ქალს, ვისაც სურს რომ კარგად გამოიყურებოდეს ორმოცი წლის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ურჩევს, რომ ყურადღება მიაქციონ სწორად შერჩეულ კვებას.
თავად ენისტონის პირადი ცხოვრება, ცოტა არ იყოს, აწეწილია. ალბათ, ბოტუქსისაგან განდგომას ან სხვა ხელისშემშლელ მიზეზებს უნდა დავაბრალოთ, რომ ექს-მისის პიტი ამჟამად მეგობარი მამაკაცის გარეშეა. მისი ყოფილი ერთი მიჯნური, ბრედ კუპერი მსახიობ რენე ზელვეგერს ხვდება, ხოლო მეორემ, მომღერალმა ჯონ მეიერმა განაცხადა, რომ დაიღალა საყვარლებისგან და ცოტა ხნით მარტო ყოფნა სურს.