უაზრო ტრავმების რეიტინგი

უაზრო ტრავმების რეიტინგი

ესპანურმა „მარკამ” მსოფლიოში ფეხბურთელთა მიერ სხვადასხვა დროს ყველაზე არასპორტულ ვითარებაში მიღებული, უაზრო ტრავმათა რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგში მოხვდნენ ალესანდრო ნესტა – „ფლეისტეიშენის” თამაშის დროს ფეხზე მყესი გაიწყვიტა.

რიო ფერდინანდი – დაიზიანა მუხლი, როდესაც დივანზე წამოწოლილი ტელევიზორის პულტის აღებას ცდილობდა.

სანტიაგო კანისარესი – აბაზანაში მუხლზე დაეცა და ოდეკოლონის ფლაკონით მყესი გაიჭრა.

კარლო კუდიჩინი – ძაღლის გასეირნების დროს დაიზიანა მუხლი.

მიხაელ რენსინგი – გერმანელ გოლკიპერს კუნთი დაეჭიმა ბუცებზე თასმების შეკვრისას.