აუცილებელი პროდუქტები დიეტის დროს

აუცილებელი პროდუქტები დიეტის დროს

ახალი მაწონი (ან იოგურტი) შეიცავს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებს. ისევე, როგორც სხვა რძემჟავა პროდუქტები, მაწონიც (იოგურტი) აწესრიგებს კუჭ-ნაწლავისა და მომნელებელი სისტემის მუშაობას, რაც ასე აუცილებელია დიეტის დროს, აძლიერებს იმუნიტეტს. აუცილებელია დღეში 100-150 გრამის მიღება.

მიწის თხილი შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს. ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, უჯრედების აღდგენას; ორგანიზმს ავსებს ენერგიით, აწესრიგებს უძილობას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და, ამ ყველაფერთან ერთად, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას.

წიწილის ბულიონი შეიცავს ფოსფორს, მაგნიუმს, თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს, სპობს ვირუსებსა და ბაქტერიებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებასა და ძილს. 200 მილილიტრი ბულიონი, თუნდაც 2 დღეში ერთხელ, დიეტით დასუსტებულ თქვენს ორგანიზმს კვლავ ენერგიით აავსებს, გახდომაში კი ხელს არ შეგიშლით.

ვაშლის ძმარი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, შლის ცხიმებს.

კარტოფილი შეიცავს ჩ ვიტამინს, მინერალურ მარილებსა და სასარგებლო ამინომჟავებს. დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ დღეში 1 ან 2 ცალი (მომცრო ზომის) მოხარშული კარტოფილი – ამით ხელს შეუწყობთ გულის აქტიურ მუშაობას და თავიდან აიცილებთ ზოგიერთი დიეტური პროდუქტით გამოწვეულ გასტრიტს.