ბარაკ ობამას კენიელმა ბებიამ სარა ომარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუდის არაბეთში, კერძოდ, წმიდა ქალაქ მექაში ყოფნის დროს, შვილიშვილის მუსლიმანურ რელიგიაზე გადასვლისთვის ლოცულობდა.
სარა ომარმა საუდის არაბეთში შვილთან, საიდ ჰუსეინთან და ოთხ შვილიშვილთან ერთად იმოგზაურა. ისინი, ყველანი ისლამის მიმდევრები არიან და იმავე რელიგიის მიღებას ბარაკ ობამასაც მოუწოდებენ.
მათი თქმით, კაცობრიობის ხსნა მხოლოდ ისლამშია. რამდენიმე წლის წინ, ობამას საარჩევნო კამპანიის პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ისლამის მიმდევარია. თუმცა, არჩევის შემდეგ, თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ბარაკ ობამა მორწმუნე ქრისტიანია.