ატმის ნაყოფს სასწაულმოქმედი თვისებები აქვს.
ეს წვნიანი, არომატული და გემრიელი ხილი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აჩერებს უჯრედებში სითხეს, რითაც ხელს უშლის მათ დაბერებას, ასევე, ანელებს მავნე მიკროორგანიზმების აქტიურობას.
ატამი შეიცავს A და B ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს: ნიაცინს, მაგნიუმს, სელენსა და თუთიას, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხსნის ნევროზსა და შიშის შეგრძნებას, არეგულირებს ძილს, კანს კი არაჩვეულებრივ შეფერილობას აძლევს.