სარკოზის ქრთამები

სარკოზის ქრთამები

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად იღებდა ფულად გზავნილებს „ლორეალის” მფლობელისგან, მილიარდერ ლილიან ბეტანკურისგან.

ამის შესახებ გავლენიანი „ლე მონდის” ჟურნალისტების მიერ დაწერილ წიგნში დეტალურად არის მოთხრობილი.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში სარკოზი თავად იღებდა ფულს ბეტანკურისგან ყოველგვარი შუამავლის გარეშე და ეს ფაქტი მოხუცი მილიარდერის ექთანმა დაადასტურა, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ ჩაუთვალა რამდენიმე ასევროიანი კუპიურა ბეტანკურმა სარკოზის.

სარკოზის გარემოცვა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.