ტაივანელმა მეყვავილეებმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს, მის უდიდებულესობა ელიზაბეთ მეორეს, ახალი ჰიბრიდული ორქიდეა აჩუქეს, რომელიც დედოფლის სახელს ატარებს.
ტაივანელი მეყვავილები ლონდონის „ჩელსის” უბანში გამართულ ყვავილების ფესტივალში იღებენ მონაწილეობას და სწორედ მათთან იყო მისული სტუმრის სტატუსით დედოფალი.
აღსანიშნავია, რომ ორქიდეის ეს ახალი ჯიში პირველად 2013 წელს გამოიყვანეს, თუმცა, რეგისტრაციაში მისი გატარება მხოლოდ გასული წლის აპრილში მოხერხდა.
მასობრივად გასაყიდად დედოფლის ორქიდეა ორ-სამ წელიწადში გამოჩნდება.