გახშირებული სექსუალური სკანდალების ფონზე, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი სიმშვიდეს ინარჩუნებდა და უარს აცხადებდა იმ ბრალდებების კომენტირებაზე, რომლებსაც მას უყენებდნენ.
თუმცა, ამას წინათ ბერლუსკონიმ გულახდილი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ იტალიურ გაზეთს, სადაც აღიარა, რომ ამ რაოდენობის ქალებთან ინტიმური კავშირის დამყარებას, იგი, უბრალოდ, ვერ მოახერხებდა, რადგან, არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს და არც იმ ასაკშია, რომ ყოველდღე იცვალოს მეგობარი გოგონები.
„მე მიყვარს წვეულებების მოწყობა, თუმცა, 33 ქალთან სექსით დაკავება, ჩემთვის მეტისმეტია, 80 წლის ვარ და არა 30-ის” – ბრძანა ბერლუსკონიმ.