ყველა დროის ყველაზე ფოტოგენურ ქალად სპეციალისტებმა ცნობილი ბრიტანელი ფეხბურთელი ეშლი კოულის ყოფილი ცოლი – შერილ ტვიდი აღიარეს.
ქალბატონმა შერილმა უკან ისეთი ცნობილი სახეები და სახელები მოიტოვა, როგორებიც ოდრი ჰეპბერნი, ანჯელინა ჯოლი, პრინცესა დაიანა, მერილინ მონრო, კეტრინ ზეტა ჯონსი, ბრიჯიტ ბარდო და სხვები არიან.
„ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივი და განსაკუთრებული მოვლენაა“, – განაცხადა შერილმა.