კუბის უხუცესმა ლიდერმა, 90 წლის ფიდელ კასტრომ აღიარა, რომ 1959 წლის კუბური რევოლუციის შემდეგ, მისი ბრძანებით, ჰომოსექსუალები და სექსუალური უმცირესობის სხვა წარმომადგენლები იდევნებოდნენ.
კასტროს თქმით, „ეს იყო უდიდესი უსამართლობის პერიოდი“.
1960-1970-იან წლებში კუბაში ჰომოსექსუალებს ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, სვამდნენ ციხეებში ან გამოსასწორებელ ბანაკებში.
საინტერესოა, რომ კუბის ამჟამინდელი ლიდერის, ფიდელის ძმის, რაულის ქალიშვილი, მარიელა, სექსუალური უმცირესობების უფლებების ცნობილი დამცველია.