ცნობილი ამერიკელი მსახიობი, 80 წლის დასტინ ჰოფმანი ახალ ამპლუაში დებიუტისათვის ემზადება,
“მისტერ ტუტსის” სურს რომ საკუთარი შესაძლებლობები რეჟისურაშიც გამოავლინოს. მისი მომავალი სურათის პირობითი სახელია “კვარტეტი”. სცენარის ავტორი მწერალი რონალდ ჰარვუდია.
ამ ახალ კინოსურათში მოქმედება მუსიკოსთა მოხუცებულთა სახლში განვითარდება.
მთავარ როლებზე მიწვეულები არიან მსახიობები მეგი სმიტი, ალბერტ ფინი და ტომ კორტნი.
“კვარტეტის” გადაღება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. მის მსოფლიო კინოპრემიერას კი მომავალ წელს უნდა ველოდოთ.