ობამა ლენინსა და ჰიტლერს შეადარეს

ობამა ლენინსა და ჰიტლერს შეადარეს

მოძრაობა „ჩაისმსმელებმა“, რომელიც სოციალისტური პარტიის მხარდამჭერ ორგანიზაციად ითვლება შტატ აიოვაში, ბარაკ ობამა ვლადიმირ ლენინსა და ადოლფ ჰიტლერს შეადარეს.

სარეკლამო ბანერზე, რომელზეც ობამა ლენინთან და ჰიტლერთან ერთად არის გამოსახული სამი წარწერაა გაკეთებული.

ობამას ფოტოს ქვეშ – „დემოკრატიული სოციალიზმი“, ლენინის სურათის ქვეშ – „მარქსისტული სოციალიზმი“ და ჰიტლერის ფოტოს ქვეშ – „ნაციონალისტური სოციალიზმი“.

ობამას ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო სოციალისტების ქმედებაზე, ჯერჯერობით, არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა თეთრი სახლის მხრიდან.