ბერლუსკონი იტალიაში დასვენებას უკეთებს რეკლამას

ბერლუსკონი იტალიაში დასვენებას უკეთებს რეკლამას

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო რეკლამაში, რომელშიც იტალიის მოქალაქეებს მშობლიურ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდა.

30-წამიანი სარეკლამო რგოლის ხილვა იტალიის ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონიმ პირველად მიიღო ტურისტული სეგმენტის რეკლამირებაში მონაწილეობა, ხოლო თვითონ რგოლში იტალიას იგი ცის, ზღვისა და მზის სამშობლოდ მოიხსენიებს.