ბარაკ ობამას პრეტენზიები წაუყენეს

ბარაკ ობამას პრეტენზიები წაუყენეს

ამერიკელმა მსახიობმა, „ოსკარის“ ლაურეატმა და ანჯელინა ჯოლის მამამ ჯონ ვოიტმა ღია წერილი გაუგზავნა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, სადაც მკაცრად გააკრიტიკა მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსი.

მსახიობი, რომელიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ღიად უჭერდა მხარს ჯონ მაკქეინს, ამჟამად კი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია, ბარაკ ობამას ებრაელი ხალხის მიმართ ღალატში სდებს ბრალს.

მისი თქმით, ბარაკ ობამა მთელ მსოფლიოში ანტისემიტიზმის მხარდამჭერია და ისრაელის სახელმწიფოსგან მტრის ხატის შექმნა აქვს გადაწყვეტილი.

ვოიტის მტკიცებით, ობამას პოლიტიკა ანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ის ვარაუდობს, რომ ქვეყანას გაუჭირდება ფეხზე დადგომა მისი პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგაც.

თეთრი სახლიდან ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით.