მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ორი გვამია აღმოჩენილი

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ორი გვამია აღმოჩენილი

[პრესაგე.ტვ]

ნიკა კვინტრიძე, რომლის გვამი დღეს საღამოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან იპოვეს, 26 მაისის ღამეს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

ამის შესახებ "პირWელს" არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კვინტრიძის მახლობლად კიდევ ერთი გვამია აღმოჩენილი, რომელსაც ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

გარდაცვლილის ვინაობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, ისიც დარბეული აქციის მონაწილეა.

შსს-ში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კვინტრიძე დღემდე სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებულ დაკარგულთა სიებში არ ფიგურირებდა.

პრესაგე.ტვ-ის ჯერ კიდევ დილით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აქციების დროს 5 ადამიანია დაღუპული, მაგრამ ვინაიდან ინფორმაციის გადამოწმება ვერ შევძელით, ამ დრომდე მისი გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებდით.

როგორც ჩანს, აღნიშნული ინფორმაცია რეალობისგან არც ისე შორსაა და გამორიცხული არაა, მოგვიანებით კიდევ რამდენიმე გვამი იქნას აღმოჩენილი.