პარიზში უჰამბურგერო „მაკდონალდსი” გაიხსნა

პარიზში უჰამბურგერო „მაკდონალდსი” გაიხსნა

პარიზში ამერიკული სწრაფი კვების ობიექტების ქსელის „მაკდონალდსის” პირველი რესტორანი გაიხსნა, სადაც მხოლოდ სალათები და სასმელები იყიდება.

თუ ეს მცდელობა გაამართლებს, მალე კომპანია საფრანგეთში კიდევ რამდენიმე ობიექტს გახსნის სალათ-ბარით. მათში ჰამბურგერებისა და შემწვარი კარტოფილის ნაცვლად სალათები გაიყიდება.

პარიზის საქმიან უბანში – „ლა დეფენსში” გახსნილი „მაკდონალდსი” ამ ბრენდის ობიექტებისთვის უცნაურად გამოიყურება. კლიენტებს შეუძლიათ, აირჩიონ სალათა კლასიკური რეცეპტით, ანდა თავად შეაზავონ გემოვნების მიხედვით.