მომხიბვლელი ესპანელი მოდელი ელენ რივასი არ მალავს, რომ მისი ოცნების მამაკაცი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალია. იგი ღამის გატარებაზე ოცნებობს და მზადაა ყველაფერზე წავიდეს ამ ოცნების ასახდენად.
„არსებობს მხოლოდ ერთი მამაკაცი, რომელიც მე მინდა. ის არის ჩოგბურთელი, ესპანელი და მას რაფაელ ნადალი ჰქვია. ცოტა ხნის წინ მე სპეციალურად გავემგზავრე ნიუ-იორკში, მისი თამაში რომ მენახა”, – განაცხადა მოდელმა.
სპორტის ქომაგთათვის ელენ რივასი ცნობილი პიროვნებაა, რადგან ნადალით გატაცებამდე, იგი „ჩელსის” ფეხბურთელის, ფრენკ ლამპარდის სამოქალაქო ცოლი იყო და არაერთი წელი ცხოვრობდა მასთან. ელენს ორი შვილი ჰყავს ფრენკისგან.