სილვიო ბერლუსკონის სექსუალური სკანდალის ერთ-ერთმა მთავარმა ობიექტმა, მაროკოელმა მოცეკვავემ, ქარიმა ალ-მარუგმა ღია წერილი მისწერა ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორს ვუდი ალენს, რომელსაც კინოში თამაში სთხოვა.
ქარიმას აზრით, მხოლოდ კინოს შეუძლია, აღადგინოს მისი შელახული რეპუტაცია, ვუდი ალენი კი იდეალური რეჟისორია, რომელსაც იგი ბოლომდე ენდობა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ალენმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქარიმა მომხიბლელი ქალია და მისგან, შესაძლოა, კარგი მსახიობი დადგეს.