ოხრახუშის სამკურნალო თვისებები

ოხრახუშის სამკურნალო თვისებები

ოხრახუშს სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, 100 გრამი ახალმოკრეფილი ოხრახუში შეიცავს ჩ ვიტამინისა და კაროტინის ორი დღის ნორმას. ეს მწვანილი, აგრეთვე, მდიდარია სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალური ნივთიერებებითაც, კერძოდ, რკინით, კალიუმითა და კალციუმით.

ოხრახუშისგან მომზადებული პრეპარატები ამაღლებს შინაგანი ორგანოების, კერძოდ კი, საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ნაწლავებისა და კუჭის ტონუსს, შლის ქვებს და გამოდევნის ქვიშას სადინარების საშუალებით. ასევე, აქვს ნაღველმდენი და სპაზმოლიზური ეფექტი. გულის დაავადებების, პროსტატიტის, დისპეფსიის, კოლიტების დროს ოხრახუში ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ხალხურ მედიცინაში, ოხრახუში უძველესი დროიდან გამოიყენება ჭრილობების შესახორცებლად და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ. ის, ასევე, აღადგენს ძალებს, ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და ამაგრებს ღრძილებს.