ყველაზე ცნობილი ათი მსახიობი, ვინც კამერების წინ პოზირებას პოლიტიკოსობა არჩია და წარმატებასაც მიაღწია.
რონალდ რეიგანი – კოვბოი-ვარსკვლავი. მონაწილეობა მიიღო ფილმებში „კოვბოი ბრუკლინიდან“, „კინგეროუ“; იყო კალიფორნიის გუბერნატორი (1967-1985 წლებში) და ამერიკის შეერთებული შტატების 33-ე პრეზიდენტი. ერთხელ, პირდაპირ ეთერში იხუმრა, რომ ხუთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირს დაბომბავდა.
არნოლდ შვარცენეგერი – აქვს საკმაოდ უხვი ფილმოთეკა: „ტერმინატორი“, „კომანდო“ და კიდევ ბევრი სხვა... კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი (2003-2011 წლებში). მან შტატი ენერგეტიკული კრიზისიდან „გამოათრია“.
კლინტ ისტვუდი – ვესტერნების ცნობილი გმირი. ქალაქ კარმელის მერი. არჩევნებში გაიმარჯვა ორიგინალური დაპირებით, რომ გააუქმებდა კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნაყინის ჭამას კრძალავდა.
ანა ილონა შტალერი (ჩიჩოლინა) – პორნოვარსკვლავი. იტალიური პარტიის „მწვანეების“ ლიდერი. მან ბინ ლადენს და სადამ ჰუსეინს სექსი შესთავაზა – ოღონდ კი ომი ნუ იქნებაო.
ჯესი ვენტურა – სპეცრაზმელი ფილმიდან „მტაცებელი“. მინესოტას გუბერნატორი (1999-2003 წლებში). სწორედ მან ჩააგონა შვარცენეგერს პოლიტიკაში წასვლა.
იაროსლავ კაჩინსკი – მან ტყუპისცალ ძმასთან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ორნი, რომლებმაც მოიპარეს მთვარე“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი (2006-2007 წლებში).
ანჯელინა ჯოლი – მარტო „ლარა კროფტიც“ ეყოფოდა, რომ ჰოლივუდის ცაზე ებრწყინა. ამჟამად გაერთიანებული ერების კეთილი ნების ელჩია. მას დიდი სურვილი აქვს, აღმოჩნდეს თეთრ სახლში. მონაწილეობს ჰუმანიტარულ პროექტებში და კენჭისყრისთვის ემზადება.
რონი ბონო – მსახიობი, მომღერალი, პალმ-სპრინგსის მერი (1988-1992 წლებში). მან ეს ქალაქი ბიზნესმენებისთვის მიმზიდველ ბოჰემურ ადგილად აქცია.
ელ კილმერი – „ბეტმენი“. ძალიან პოპულარული მსახიობია გადაწყვეტილი ჰქონდა, 2008 წელს ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორობაზე ეყარა კენჭი.
მიხაილ ევდოკიმოვი – იუმორისტი, მსახიობი, ალტაის ოლქის გუბერნატორი.