ლარისა რუსეთის მუნდიალზე დაფიქრდა

ლარისა რუსეთის მუნდიალზე დაფიქრდა

პლანეტის ყველაზე სექსუალური ფეხბურთის ქომაგი – პარაგვაელი მოდელი ლარისა რიკელმე 2018  წლის მუნდიალისთვის მზადებას შეუდგა.

ლარისამ უკვე დაიჭირა თადარიგი და თავისი საყვარელი გუნდის მატჩებს დაესწრო, რომლებიც მსოფლიოს 2018  წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფორმატში გაიმართა.

რიკელმე იმედოვნებს, რომ პარაგვაის ნაკრები მუნდიალის საგზურს მოიპოვებს და რუსეთის სტადიონებს რიკელმეს სექსუალური იმიჯი დაამშვენებს.

ლარისა რიკელმე 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს გახდა ცნობილი, როდესაც კადრებმა მისი მონაწილეობით მსოფლიოს ტელევიზიები მოიარა. პარაგვაის დროშის ფერებში გამოწყობილი რიკელმე სამხრეთ აფრიკაში ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულ ქომაგად დასახელდა.