ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა გამოავლინეს შვიდი მთავარი ”საშინელება”, რაც მამაკაცებს აშინებს.
პირველ ადგილზეა შიში ძლიერი, მბრძანებლური ხასიათის მქონე ქალების მიმართ.
მეორეზეა მამაკაცური ძლიერების დაკარგვით გამოწვეული აკვიატება.
მესამე ”საშინელება” - ხელმძღვანელი ქალია.
მეოთხეზე - პარტნიორის მხრიდან ღალატის შიშია.
მეხუთე ადგილზე დასახელდა სიდედრის მიმართ შიში.
მეექვსე - მძიმე დაავადებების მიმართ შიში. ძლიერთა სქესის წარმომადგენლები იპოქონდრიკები არიან. არ არსებობს დაავადება, რომლებზეც არ ეჭვობდნენ.
მეშვიდე - გამელოტებისა და ქალის თვალში მიმზიდველობის დაკარგვის შიში აღმოჩნდა.