ყველაზე მეტი მილიარდერი მოსკოვში ცხოვრობს

ყველაზე მეტი მილიარდერი მოსკოვში ცხოვრობს

ჟურნალმა „ფორბსმა” ტრადიციულად პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი შეადგინა.

მილიარდერთა რეიტინგს სათავეში კვლავ მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი უდგას სათავეში, მილიარდერთა რაოდენობით კი მოსკოვია პირველი.

როგორც გაირკვა, რუსეთის დედაქალაქში 79 მილიარდერი ცხოვრობს, მთლიანად რუსეთში კი – 101.

საინტერესოა, რომ შარშან მოსკოვში 62 მილიარდერი ცხოვრობდა და მათ სიას ბევრი ახალი გვარი შეემატა. მათ შორისაა მილიარდერთა კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 31 წლის იური მილნერი, რომელიც ამერიკაში ახორციელებს ინვესტიციებს. რაც შეეხება კარლოს სლიმს, მისმა ქონებამ 74 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს აბსოლუტური რეკორდია მას შემდეგ, რაც მსოფლიოში მილიარდერთა ქონების ყოვეწლიურად გამოთვლა დაიწყეს.