ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ალასკის ყოფილი გუბერნატორი – სარა პეილინი ნათესავები არიან. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი სპეციალისტები, რომლებიც ობამას გენეალოგიური ხის კვლევით არიან დაკავებულნი.
ობამას და პეილინის საერთო ნათესავი ვინმე ჯონ სმიტი აღმოჩნდა, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეში მასაჩუსეტსის შტატის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
გარდა ამისა, ობამას სავარაუდო ნათესავების რიცხვში, მკვლევრების აზრით, შედიან ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი, მილიარდერი უორენ ბაფეტი, მსახიობი ბრედ პიტი, ხოლო პეილინის სანათესაო გაცილებით მასშტაბურია. შესაძლოა, მას ნათესაური კავშირი აღმოაჩნდეს ფრანკლინ რუზველტთან და პრინცესა დაიანასთან.