ბადრიჯნის საუზმე იტალიურად

ბადრიჯნის საუზმე იტალიურად

საჭირო მასალა: 5 ცალი ბადრიჯანი, 200 გ რიკოტა (შეგვიძლია შევცვალოთ ნადუღით), 150 გ ყველი პარმეჯანო, 3-4 კბილი ნიორი, 600 გ პამიდვრის პიურე, 1 კონა რეჰანი, 1 კონა ოხრახუში, 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ბადრიჯანი დავჭრათ თხლად და მოვაყაროთ მარილი. 30 წუთში ბოსტნეულს გადავავლოთ წყალი ან გავწუროთ, შემდეგ კი ზეთში შევწვათ. ნადუღი, პარმეჯანო, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი ავურიოთ ერთმანეთში. ყველიანი მასა მოვათავსოთ შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრებში და რულეტივით გადავახვიოთ. სოუსისთვის პამიდვრის პიურეში ავურიოთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი, რეჰანი და 5 წუთი ვადუღოთ. სოუსის ნაწილი ჩავასხათ ფორმაში, ზედ მოვათავსოთ მომზადებული ბადრიჯნები და ზემოდან მოვასხათ დანარჩენი სოუსი, შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუ