გერმანიაში მილიონერთა რაოდენობა იზრდება

გერმანიაში მილიონერთა რაოდენობა იზრდება

გერმანიაში მილიონერთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და სარეკორდო დონეს მიაღწია.

გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანია მილიონერთა რაოდენობით ამჟამად მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

დღესდღეობით, ევროპის უმდიდრეს სახელმწიფოში 430 ათასამდე მილიონერია.

 პირველ ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მილიონერთა რაოდენობა 4,7 მილიონს აღწევს.

ერთ მცხოვრებზე ყველაზე მეტი მილიონერი აზიურ ქალაქ-სახელმწიფოში – სინგაპურშია – ყოველი მეათე მოქალაქე.