რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ბიოგრაფიის ერთ ნაკლებად ცნობილ ფაქტზე ისაუბრა ამერიკელმა მსახიობმა მელ გიბზონმა. Mმისი მონაყოლით ირკვევა, რომ მას თავის დროზე ჯეიმს ბონდის როლის შესრულების სურვილი გააჩნდა. სამწუხაროდ ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა, რადგან სასტიკი უარი მიიღო თვით სერიალის პროდიუსერის, ალბერტ ბროკოლისგან.
გიბსონის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების მიზეზი მისი სიმაღლე აღმოჩნდა. Bბროკოლის აზრით, “აგენტი 007”-ი მაღალი და წარმოსადეგი უნდა ყოფილიყო. Mმელ გიბსონის 175 სანტიმეტრი კი ამ მოთხოვნას არ მიესადაგებოდა.
საინტერესოა რომ ჯეიმს ბონდის როლის ამჟამინდელი შემსრულებელი დენიელ კრეიგი 178 სანტიმეტრია. წინა მისტერ ბონდი – პირს ბროსნანი კი მართლაც მაღალი იყო და მისი სიმაღლე 187 სანტიმეტრს აღწევდა.