რონალდოს დიეტა

რონალდოს დიეტა

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, „რეალის”, „ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ექსთავდამსხმელი რონალდო, წონის დასაკლებად დიეტის დაცვას იწყებს.

მას შემდეგ, რაც სპორტს ჩამოშორდა, ცნობილმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვნად მოიმატა წონაში და სუმოს მოჭიდავეს უფრო დაემსგავსა, ვიდრე ფეხბურთის ვარსკვლავს.

რამდენიმე დღის წინ მადრიდის „რეალში“, კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესის მრჩეველად დანიშნულ რონალდოს ბრაზილიის საუკეთესო დიეტოლოგები და ფიტნეს-მწვრთნელები დაეხმარებიან და ეს ყველაფერი ერთ-ერთი ბრაზილიური ტელეარხის ეთერში „რეალითი-შოუს” ფორმატში გადაიცემა.