ირაკლი ოქრუაშვილი - კაცი-ლეგენდა, კაცი-სტატუსი...

ირაკლი ოქრუაშვილი - კაცი-ლეგენდა, კაცი-სტატუსი...

25 მაისი ოქრუაშვილის გარეშე გათენდა და დაღამდა კიდეც. “მრისხანების დღე” არ შედგა! იმის დასტურად რომ ოქრუაშვილი გოგელიასთან ერთად საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას პარტიამ ბილეთების გამოფენა მოაწყო. რომ გაერისკა და საქართველოში რომ ჩამოსულიყო, დაიცავდა თუ არა პოლიტიკური დევნილის სტატუსი ოქრუაშვილს?

“პრესაჯე.ტვ”-ს ესაუბრება იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს იურისტთა ასოცოაციის ვიცე-პერზედენტი პაატა ცნობილაძე:

რა ემთხვევაში ეძლევა პირს პოლიტიკური სტატუსი?

- ეს პირდაპირ არის განსაზღვრული ჟენევის 1951 წლის კონვენციაში, სადაც ჩამოთვლილია ოთხი შემთხვევა - რასობრივი, რელიგიური, სხვადასხვა სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება და პოლიტიკური ნიშანი. მხოლოდ ამ შემთხვევებში ეძლევა პირს პოლიტიკური თავშესაფარი. ახლა, განვიხილოთ, რატომ ეძლევა პირს თავშესაფარი. აუცილებელი ნიშანი ამ შემთხვევაში არის რეალური ვარაუდი იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს არის ძირითადი ფორმულა იმისა, თუ რატომ ეძლევა ადამიანს პოლიტიკური თავშესაფარი.

რა ემთხვევაში ეხსნება პირს სტატუსი?

- სტატუსი შეიძლება მოგეხსნას იმ შემთხვევაში, თუკი ცნობილი გახდა, რომ სტატუსის მიმღებმა შეცდომაში შეიყვანა სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყანა. მეორე შემთხვევაა, როცა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირობებს -  ქვეყანაში შეიცვალა მდგომარეობა და დევნილი ბრუნდება თავის ქვეყანაში, სადაც მას საფრთხე არ ემუქრება. ესაა ანულირების პროცესი. რაც შეეხება სტატუსის მოხსნას, პოლიტიკური სტატუსის მიმნიჭებელი ორგანო სტატუსის მინიჭების პროცესში პირდაპირ აფრთხილებს დევნილს, რომ თუ ის მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე დატოვებს ქვეყანას, ან რომელიმე სხვა უსაფრთხო ქვეყანას და დაბრუნდება თავისი წარმოშობის ქვეყანაში, სადაც ის იდევნება, მას პოლიტიკური სტატუსი ავტომატურად ეხსნება.

ფრანგულ კანონმდებლობაში ეს ცოტა სხვაგვარადაა მოწესრიგებული. არსებობს გამონაკლისები, როდესაც პირი მიმართავს პოლიტიკური სტატუსის მიმნიჭებელ ორგანოს თხოვნით, რომ მას მისცენ ნებართვა, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში. ასეთ დროს წყდება საკითხი, შეუნარჩუნდეს თუ არა ამ პირს პოლიტიკური სტატუსი. არ არის გამორიცხული, ამ ორგანომ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი შეუნარჩუნოს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში.

რა ნიშნით უნარჩუნებენ სტატუსს?

- ინდივიდუალურად განიხილება და კრიტერიუმები უკვე იმ ორგანოზეა დამოკიდებული.

ანუ, პირმა აუცილებლად უნდა მიმართოს სტატუსის გამცემ ორგანოს?

- თუ უნდა, რომ შეუნარჩუნდეს სტატუსი - კი, რადგან თუ დევნილი ამ ორგანოს გაუფრთხილებლად დატოვებს სტატუსის გამცემ ქვეყანას და ჩავა იმ ქვეყანაში, სადაც იდევნება, კონკრეტულ შემთხვევაში - საფრანგეთს, მაშინ მას არსებული წესის თანახმად ავტომატურად მოეხსნება პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თუ პირი ებნილია და იგი პოლიტიკური სტატუსით ჩამოდის მძებნელ ქვეყანაში, ამ ემთხვევაში რა ხდება?

- მის მიმართ ხორციელდება შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურა. თუკი მის მიმართ წაყენებულია ბრალდება, ხორციელდება ჩვეულებრივი პროცედურები. ორი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ. ერთი უკავშირდება ახმედ ზაკაევს, მეორე - ბერეზოვსკის.

მიუხედავად იმისა, რომ ბერეზოვსკი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი იგი რიგაში ჩავიდა. რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, ლატვიის ხელისუფლებამ ის არ დააკავა და სასამართლოს მოტივაცია იყო ასეთი: ვინაიდან ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს, კერძოდ - ინგლისის მიერ, მიერ მინიჭებული ჰქონდა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ამიტომ ის ენდობოდა ამ გადაწყვეტილებას და არ დააპატიმრა ბერეზოვსკი.

ოდნავი განსხვავებით, იგივე მოხდა ზაკაევის შემთხვევაში. პოლონეთის პოლიციამ ზაკაევი დააკავა და სასამართლოს წინაშე წარადგინა. პოლიციამ 4-დღიანი საპატიმრო ვადა მოითხოვა, მაგრამ პოლონეთის სასამართლომ ზაკაევი გაათავისუფლა, იმ მოტოვით, რომ მას ინგლისის მიერ პოლიტიკური სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

მაგრამ ეს ხდება ერთ სივრცეში, ანუ ევროკავშირის სივრცეში. თუ დევნილი ამ სივრცის გარეთ გადის, იქ უკვე პოლიტიკური სტატუსი აღარ არის გარანტია. პოლიტიკური სტატუსის შენარჩუნება ამ შემთხვევაში დეკლარაციული ხასიათისაა. ანუ თუ ჩახვალ მძებნელ ქვეყანაში, თუ კვლავ დაგემუქრება საფრთხე და მოასწრებ ქვეყნიდან გასვლას, იგივე პროცედურების გავლა არ გჭირდება. მეორე - თუკი დაკავება მოხდა, დავუშვათ, გერმანიაში, ბელგიაში ან სხვაგან, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება პოლიტიკური სტატუსის გამცემ ქვეყანას და არ გადაგცემენ იმ ქვეყანას სადაც გეძებენ.

ანუ ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილის სტატუსით ჩამოვიდოდა თუ არა, ამას არ ქონდა არსებითი მნიშვნელობა?

- იმისთვის, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ოქრუაშვილს პოლიტიკური სტატუსი მიანიჭეს მხოლოდ იმის გამო, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ოქრუაშვილი  პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდა. არის მეორე ფაქტი - მას წაყენებული აქვს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ის უკვე დამნაშავეა, მაგრამ გამოძიება დაწყებულია. სახელმწიფოს საქმე არ აქვს შეწყვეტილი და ძებნილად ჰყავს გამოცხადებული. სახელმწიფო მოვალეა, გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ ოქრუაშვილი ძებნილია; პარტია საპირისპიროს აცხადებს - ოქრუაშვილს ძებნა მოხსნილი აქვსო.

- არ ვიცი, ვინ რას ამბობს. იმ შემთხვევაში, თუ ოქრუაშვილი ძებნილია, სახელმწიფო განახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და თუ არ არის ძებნილი, მაშინ ბუნებრივია ასეთი დევნის აუცილებლობა არ დადგება.

ვთქვათ, ებნა მოხსსნილია...

- მაშინ პრობლემაც არ არსებობს და თუ გადმოკვეთავს საქართველოს საზღვარს, არაფერი ემუქრება - თავისუფლად გადმოკვეთავს საზღვარს და იმის გამო, რომ იგი აქციაში იღებს მონაწილეობას, მას არავინ დააკავებს.

არის თუ არა შანსი, რომ დააკავონ?

- ეს უკვე ჩემს შეფასებით კომპეტენციას სცილდება.