ესპანეთის პრემიერი საკუთარ ვილას ყიდის

ესპანეთის პრემიერი საკუთარ ვილას ყიდის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ, საკუთარი ფეშენებელური ვილა, რომელიც ალმერიას პროვინციაში მდებარეობს, გასაყიდად გაიტანა.

გასაყიდი ობიექტი, რომლის მიწის ფართობი 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მსოფლიოში განთქმული ნუდისტური პლაჟის – მირადორ-დე-ლა-ვერას მეზობლად მდებარეობს.

რაჰოიმ ვილა 2007 წელს 440 ათას ევროდ შეიძინა, თუმცა ამჯერად გასაყიდი ფასი 400 ათასი ევროა.

პრემიერმა არაერთხელ სცადა ვილის გაქირავება, მაგრამ დაქირავების მსურველები ვერ მონახა.