ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, გერმანიაში და ტაილანდში მამაკაცებს შორის „ორიგინალური“ გამოკითხვა გაიმართა.
აღმოჩნდა რომ „ძლიერთა სქესის“ წარმომადგენლები პირველ ადგილზე საფეხბურთო მატჩს აყენებენ, მერე კი – ქალებთან ურთიერთობას.
სამწუხაროდ საქართველოში სულ სხვაგვარი „მდგომარეობაა“. ჩვენთან ისეთი სიტუაციაა, ქალი იყოს და ვის ახსოვს ბურთი. ამიტომაც არის მარადიული კითხვა პასუხგაუცემელი – გვეშველება რამე?