იტალიური ყვითელი მასმედიის მტკიცებით, აფრიკული ფესვების მქონე იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელის დაიკომ, აბიგაილმა მოდელობა განიზრახა.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ მოდელი გავხდებოდი და ახლა ეს ოცნება ამიხდა. თან, ძალიან მინდა, სამოდელო სამყაროში ჩემს ძმას საცოლე მოვუნახო.
ის ძალიან კარგი ადამიანია და ზუსტად ვიცი, როგორი გოგო გაუგებს. ერთი უკვე შერჩეული მყავს, მაგრამ, ჯერჯერობით ეს მისთვის არ მითქვამს“, – განაცხადა აბიგაილმა.
ისე, საინტერესოა, შერჩეულ გოგოს რომ ეტყვის, ჩემს ძმას ცოლად გაჰყევიო, იმ მოდელს როგორი რეაქცია ექნება.