ბილ ქლინთონს წონაში დაკლებას აიძულებენ

ბილ ქლინთონს წონაში დაკლებას აიძულებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ ქლინთონის ქალიშვილმა, ჩელსიმ, მამას სთხოვა: „მამა ერთადერთს, რასაც გთხოვ, ეს არის წონაში დაკლება.“

ბილ ქლინთონი ცნობილია, როგორც ცხიმიანი საკვების დიდი მოყვარული, ხოლო მის ვიზიტებზე „მაკდონალდსში“ ლეგენდები დადის, თითქოს ის გადაცმული იპარება სწრაფი კვების ობიექტში და დიდი ოდენობით კარტოფილ ფრისა და ჩიზბურგერებს ყიდულობს.

ჩელსის გათვლებით, ბილს შვიდ კილოგრამამდე აქვს დასაკლები, რაც ექს-პრეზიდენტისთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა.