მალდივის ხელისუფლება მოსახლეობას მოცურავე კუნძულებზე გადაასახლებს

მალდივის ხელისუფლება მოსახლეობას მოცურავე კუნძულებზე გადაასახლებს

მალდივის მოსახ­ლეობა პერსპექტივაში მოცურავე კუნძულებზე გადასახ­ლდება.

კუნძულების მშენებლობის თაობაზე შეთანხმებას ხელი ამ კუნძულოვანი სახელმწიფოსა და ჰოლანდიურ არქიტექტურულ ბიუროს, „დაჩ დოკლენდსს“ შორის უკვე მოეწერა.

ამ გეგმის განხორციელების აუცილებლობა იმის გამო დადგა, რომ მალდივის შემადგენლობაში შემავალ კუნძულებს გლობალური დათბობის გამო ჩაძირვა ემუქრებათ.

ჯერჯ­ერობით უცნობია, რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ამ ეტაპზე არც პროექტის დეტალებია ცნობილი. მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ხელოვნურ კუნძულებს ხუთქიმიანი ვარსკვლავის ფორმა ექნება.

საცხოვრებელი სახლები მცურავი კუნძულების მწვანე საფარქვეშ განლაგდება. ხელოვნური კუნძულების ზედაპირზე საცურაო აუზები და პლაჟები განთავსდება.

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, მალდივის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2020 წლისთვის სახელმწიფო ენერგიას მთლიანად განახლებული წყაროებიდან მიიღებს. გარდა ამისა, ხელისუფლება მეზობელ ქვეყნებში ყიდულობს მიწებს, რათა „ნატურალური“ კუნძულების ჩაძირვის შემთხვევაში, იქ გადაასახლოს საკუთარი მოსახლეობა.