ირლანდიის პრემიერს ალკოჰოლიზმში ადანაშაულებენ

ირლანდიის პრემიერს ალკოჰოლიზმში ადანაშაულებენ

ირლანდიის პრემიერი ენდა კენი, ალკოჰოლური სკანდალის ეპიცენტრში მოექცა.

ერთ-ერთი რადიოსადგურისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, როგორც ირლანდიელი ჟურნალისტები იტყობინებიან, პრემიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ინტერვიუს პროცესში იგი ეკონომიკურ საკითხებზე საუბრობდა, და რადიოს მსმენელთა თქმით, მისი საუბარი ძლიერ წააგავდა ნამთვრალევი ადამიანის ლაპარაკს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ირლანდიის მმართველმა პარტიამ, „ფიანა ფაილიმ“, გამოძიება დაიწყო და ახლო მომავალში, შესაძლოა, ენდა კენის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. თვითონ პრემიერი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.