კანის კინოფესტივალზე დაპატიჟებულ მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის არნოლდ შვარცენეგერიც იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ლეგენდარული ტერმინატორი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. ეს ცერემონიალი კინოფესტივალის დღეებში გაიმართა. საინტერესოა, რომ კანში შვარცენეგერმა თავისი ახალი ნამუშევარიც წარადგინა, - ანიმაციური სურათი “მმართველი”.
ფრანგმა ჟურნალისტებმა არნის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყვეს. მათ მსახიობის ბიოგრაფია საგულდაგულოდ გადაქექეს და დღის სინათლეზე მრავალი საყურადღებო ფაქტი გამოიტანეს. ქვემოთ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.
ბავშვობაში შვარცენეგერს მამა ხუმრობით “კონკიას” ეძახდა.
ახალგაზრდა არნი ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა ეკონომიკას და მენეჯმენტს კალიფორნიისა და ვისკონსინის უნივერსიტეტებში.
19 წლისამ მიუნხენში პირველი საკუთარი სპორტული დარბაზი გახსნა.
ჯერ კიდევ კარიერის დაწყებამდე, არნიმ ხელი მოჰკიდა უძრავი ქონებით ვაჭრობას და მილიონერი გახდა.
ის გახლდათ ჯორჯ ბუშ-უფროსის ინსტრუქტორი ფიტნესში.
მისი ერთადერთი ძმა მაინჰარდი ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1971 წელს.
კინოში მისი დებიუტი შედგა 1970 წელს, ფილმით “ჰერკულესი ნიუ-იორკში”.
1991 წელს შედგა მისი სარეჟისორო დებიუტი ფილმით “შობა კონექტიკუტში”.