დაუჯერებელი რეალობა

დაუჯერებელი რეალობა

ზოგიერთი ფაქტი მეტისმეტად უცნაურად ჟღერს და შეიძლება, არც კი დაიჯეროთ...

ქალები გაცილებით სწრაფად თვრებიან, თუ მუსიკა ჟღერს – ასეთია ბრიტანელი მკვლევრების დასკვნა. მათ თავიანთი მოსაზრება ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ გამოთქვეს.

მამაკაცის ნაყოფიერებას დიდწილად განსაზღვრავს საკვები. უკვე ცნობილია, რომ იმ მამაკაცების სპერმა გაცილებით ხარისხიანია, რომლებიც თევზით იკვებებიან, ვიდრე იმათი, ვისი მენიუც ხორცითაა გაჯერებული. ხორცის, ბეკონისა და ძეხვეულის მოყვარულ მამაკაცების სპერმას განაყოფიერების უნარი 30 პროცენტით აქვს დაქვეითებული.

გაინტერესებთ, რისი სჯერათ დღემდე ჩვეულებრივ ამერიკელებს?

ლი ჰარგი ოსვალდი მარტო არ იყო, კენედიზე თავდასხმის დროს.

უცხოპლანეტელები რეალურად არსებობენ.

ხელისუფლება მოქალაქეების ცნობიერებას ტელევიზიით აკონტროლებს.

„თოვლის კაცი“ არსებობს.

პრეზიდენტი ობამა ცუდი პრეზიდენტია და ურწმუნოც.

ამერიკელები შესაძლოა, მართლაც არ ყოფილან მთვარეზე.

გიგანტური რეპტილიები შეიძლება ისევ გაჩნდნენ დედამიწაზე.