როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა

როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა

თუ ადვილად იღლებით, ესე იგი, თქვენი საკვები არაბალანსირებულია, თანაც – ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება საკვებითაც შეგიძლიათ.

ნიორი – აძლიერებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ცილა ასტიმულირებს ორგანიზმს, რაც გარემოს დამღუპველი ზემოქმედებისგან საიმედო დაცვას უზრუნველყოფს.

პომიდორი – ეს მცირეკალორიული ბოსტნეული მდიდარია კალიუმით, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის.

ნიგოზი – თუ ნერვები მოშლილი გაქვთ, მიირთვით ნიგოზი. მასში დიდი რაოდენობით შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემას აძლიერებს, ააქტიურებს გონების მუშაობას, აფერხებს გაღიზიანების გამოვლენას და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.

ბანანი – ენერგიის წყაროა. ეს ხილი ყველაზე დიდი ხნით ავსებს ორგანიზმს სიმხნევით. ის რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას. მასში შედის ბევრი ნახშირწყალი და ამიტომაც, მალე ანაყრებს. ბანანი მდიდარია A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნალექები, აცხრობს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას, ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძილს და ამშვიდებს ნერვებს. მასში შემავალი კალიუმი კი ინფარქტისა და ინსულტისგან დაგიცავთ.

სტაფილო – მდიდარია A ვიტამინით, რომელიც უჯრედების გაახალგაზრდავების წყაროა. ის სტიმულს აძლევს უჯრედებს და მათ განახლებაზე „ზრუნავს“. ასევე, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ელასტიკურს ხდის მას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს ნაწლავების კიბოს გაჩენისგან აზღვევს.

რძის ცილა – შეიცავს ბევრ ტიროზინს. ეს ამინომჟავა ხელს უწყობს თავის ტვინში „ბედნიერების ჰორმონის“ – სეროტონინის გამომუშავებას. რძეში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები კანს წმენდს გამონაყარისგან. ასევე, ამაგრებს თავის კანს, რაც თმის ხარისხზე სასიკეთოდ მოქმედებს.

ხახვი – ამ ბოსტნეულში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც შემადგენლობითა და მოქმედებით ძალიან ჰგავს ადამიანის ჰორმონებს. ის სტიმულს აძლევს ორგანიზმს და ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ეს ნივთიერება ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ვარდისფერი ჯიშის ხახვში.