ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეკზოპლანეტა, რომელზეც დედამიწასთან მაქსიმალურად მსგავსი პირობებია, ნათქვამია Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ის ჩვენგან 22 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ახალი ვარსკვლავის სახელწოდებაა GJ 667 და იგი მორიელის თანავარსკვლავედშია.
სპეციალისტები ამ დასკვნამდე მივიდნენ ვარსკვლავზე HARPS-ის სპექტოგრაფით ოთხწლიანი დაკვირვების შედეგად, რომელიც ჩილეში La Silla-ს ობსერვატორიაში მდებარეობს.
,,ამ პლანეტაზე წყლის და სიცოცხლის არსებობის საუკეთესო პირობებია, რაც მხოლოდ დედამიწაზე ფიქსირდება ჯერჯერობით’’, - აღნიშნა მეცნიერმა გილიემ ანგლანდა-ესკუდემ The Daily Mail-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ NASA-მ კიდევ ერთი ეკზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელზეც შესაძლოა წყლისა და სიცოცხლის არსებობა დადასტურდეს. ეს ციური სხეული, სახელწოდებით Kepler-22b, დედამიწისგან გაცილებით შორსაა (600 სინათლის წელი), ვიდრე ბოლოს აღმოჩენილი ეკზოპლანეტა.