ისპანახისა და ყველის სოუსი

ისპანახისა და ყველის სოუსი

საჭირო მასალა: 400 გ ისპანახი, 2 კბილი ნიორი, 2-3 ს.კ. ზეთი, 0,5 ჩ.კ. ჯავზი, 0,5 ჭიქა რძე, 250 გ 20%-იანი ნაღები, 3 ს.კ. ნაღების ყველი, 2 ს.კ. გახეხილი მაგარი ყველი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მდუღარე მარილ-წყალში წამოვადუღოთ, შემდეგ კი გადავწუროთ. ტაფაში ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ნიორი, დავუმატოთ გაწურული, დაჭრილი ისპანახი და 1-2 წუთი გავაგრძელოთ შუშვა. ისპანახს შევურიოთ ნაღები, ყველის სახეობები, რძე და სანელებლები და წამოვადუღოთ. მზა სოუსით შეგვიძლია მივირთვათ მაკარონი და პასტის ნებისმიერი სახეობა.

vinoge.com