მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა 2008-დან 2015 წლამდე არსებული თანამგზავრული მონაცემები იმის განსაზღვრისთვის, თუ რა სიხშირით დნება ანტარქტიდასა და გრელანდიაზე ყინული. არსებული მონაცემებით, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ყინულის სისქე 7 მილიმეტრით შემცირდა.
შედეგები ემყარება როგორც პლანეტის გრავიტაციულ ველის შესახებ მონაცემებს, ისე მთიანი რელიეფის სიმაღლეს.
მეცნიერთა დასკვნით, სწორედ ყველაზე მაღალი მყინვარების ყინულის დნობა ახდენს გავლენას ოკეანის დონის ამაღლებაზე.
აქვე, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ვინაიდან დიდი მყინვარები ცივილიზაციისგან ძალზედ მოშორებით მდებარეობს, აეროფოტოგადაღებაც ვერ უზრუნველყოფს ყინულის სისქის გაზომვას. შესაბამისად, მეცნიერთა თქმით, რთულია დნობის ზუსტი მოცულობის დადგენა.
ამავდროულად, გაეროს მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაცია შეშფოთებულია არქტიკის ყინულების დნობის მაჩვენებლით.
გასული წლის შემოდგომა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თბილი სეზონი 1850 წლიდან მოყოლებული.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიშელ ჟარო ამ ფაქტს აფასებს, როგორც „კლიმატის ცვლილების საგანგაშო სიგნალს.“